Wednesday, November 25, 2015

მონათმფლობელობა XXI საუკუნეში - ანუ - არაანაზღაურებადი სტაჟირება სრული განაკვეთით 3 თვეზე მეტი ხნით!!!

ეს საკითხი ბოლო პერიოდში ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ვფიქრობ ჩემ თანატოლებსაც მწვავედ აწუხებთ. ჩემთვის როგორც პიროვნებისათვის ახალი ეტაპი იწყება და ვფიქრობ დროა კარიერაზეც დავიწყო ზრუნვა. ერთ დღესაც (დაახლოებით 3 თვის წინ) ავდექი და დავიწყე სამსახურის ძებნა სხვადასხვა საიტების  დახმარებით. გავაკეთე CV და გულწრფელად ჩავწერე ყველაფერი ის რაც დღემდე მიკეთებია. შემიძლია ვთქვა რომ არც თუ ისე ცუდი რეზიუმე მაქვს მეოთხეკურსელი სტუდენტის კვალობაზე, თუმცა უკვე მესამე თვეა და მიუხედავად იმისა რომ უამრავ დამსაქმებელს გავუგზავნე ჩემი მონაცემები და ასევე ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი საშინლად იმედგაცრუებული ვარ. 
ნებისმიერი ანაზღაურებადი ვაკასიისათვის ითხოვენ გამოცდილებას 6 თვეზე მეტი დროით, სტაჟირების პროგრამები კი ძირითადად მოიაზრებს 3 დან 6 თვემდე სრულ განაკვეთიან სამსახურს, არანაირი ხელშეწყობითა და მამოტივირებელი სქემებით. ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, თუმცა ჩემი რეალობა ასეთია და უამრავ სხვა სტუდენტსაც ვიცნობ ჩემნაირი გამოცდილებით. 
 არსებობს კიდევ ერთი საოცარი ფენომენი :D შედიხარ საიტზე, ნახულობ ვაკასიას რომელსაც აწერია ტრა-ლა-ლა პოზიციის სახელი, გზავნი რეზიუმეს და მეორე დღესვე გიბარებენ გასაუბრებაზე, იქ კი სრული საოცრება ხდება. აღმოაჩენ რომ მოხვდი ქსელური მარკეტინგული კომპანიის გასაუბრებაზე, სადაც 1 საათზე მეტ ხანს გესაუბრებიან სრულ აფსურდზე, დრამატულად აღგიწერენ საცოდავ რეალობას რომელიც საქართველოში არსებობს და ხაზს უსვამენ ნეპოტიზმის არსებობას. ამის შემდეგ კი როდესაც გამსაუბრებელი შეამჩნევს რომ საკმარისად "დაბოლდი" ლოგიკურად გადადის ქსელური მარკეტინგის დადებითი მახსაიათებლების ჩამოთვლაზე და გეუბნევა რომ ამ ბიზნესში შენ შეგიძლია გახდე მილიონერი, აქვე მოყავს მაგალითები :D რეალურად გასაუბრებაზე აღმოაჩენ რომ ადამიანური რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანსიისთვის გამოგზავნილი CV განიხილეს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს.
სტუდენტი- პიროვნება რომელიც ახლახანს იწყებს კარიერაზე ზრუნვას, და მაქსიმალურად მოტივირებულია დააგროვოს გამოცდილება რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, ამ ფაქტს გარკვეული კომპანიები ბოროტად იყენებენ. გვთავაზობენ არაანაზღაურებად მონურ სამსახურს - გამოცდილების ფასად. ბევრი სტუდენტი თანხმდება კიდეც. ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი რატომაც კომპანიები ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ. ჩვენი ნებაა დავთანხმდებით თუ არა ასეთ პირობებზე, თუმცა გვახსოვდეს რომ ჩვენი დამსახურებაა ქართულ ბაზარზე სტუდენტების აღქმა "უფასო მუშა ხელად". მხოლოდ ერთიანობა დაგვეხმარება ამის დამარცხებაში.

Monday, November 16, 2015

ფილმები მეორე მსოფლიო ომზე

ეს პოსტი დააინტერესებთ მათ ვისაც განსაკუთრებით გიყვართ საინერესოდ გადაღებული ფილმები მეორე მსოფლიო ომზე. ვპოსტავ სიას ჩემი ფავორიტი ფილმებისა. ნუმერაციას ვერ მივანიჭებ რადგან ძალიან გამიჭირდება თანმიმდევრობით დალაგება. მოკლედ გირჩევთ უყუროთ და ისიამოვნოთ. მე ყველა მათგანი კინოშედევრად მიმაჩნია. ნახეთ ტრეილერები და თავად შეაფასეეთ :)
















- შავი წიგნი





- უსახელო ნაბიჭვრები





- პერლ ჰარბორი



- პიანისტი




- წიგნების ქურდი




- ბიჭუნა ზოლიან პერანგში



- იმიტაციის თამაშები





- შინდლერის სია



-ცხოვრება მშვენიერია




-ომის ყვავილები