Saturday, August 30, 2014

მეცამეტე ზოდიაქოს ნიშანი - გველის მგეშავი

თანამედროვე ასტროლოგიასი სულ მოისაზრება თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი, თუმცა ბოლო დროს აქტიურად განიხილება მეცამეტე ზოდიაქოს ნიშნის დამატების საკითხი.მეცამეტე ზოდიაქო ანუ გველის მგეშსავი(გველისმჭერი)  ბატონობს ორი კვირა: მისი არსებობა ემთხვევა მორიელის დასასრულის პერიოდსა და მშვილდოსნის აღმავლობის ეტაპს. მისი ბატონობის პერიოდი მოისაზრება 27 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე.
  გველისმჭამელი ისევე როგორც სხვა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების სახელწოდებები მითოლოგიიდანიღებენ საფუძველს. უდიდესი გავლენა აქვს ბერძნულ მითოლოგიას. გველისმჭერის შესახებ მითი სწორედ ბერძნული მითოლოგიიდან მომდინარეობს.
  მითი მოგვითხრობს მარადიული სიცოცხლის სურვილით შეპყრობილ კაცზე რომელმაც შეიცნო უკვდავების საიდუმლო  მკურნალი ბალახისმჭამელ გველზე დაკვირვებით. მას უმაღლესმა ღმერთმა ზევსმა, საასჯელი მოუვლინა არაადამიანური სიტკბოს გასინჯვისათვის და შეისრული ელვით მოკლა ასკლეპიოსი. მისი სიკვდილის შემდეგ კი გველისმგესავის სურათი, სადაც მას მარცხენა ხელით გველი უჭირავს, ღმერთების საუფლოში აიტანა მისი საქმიანობის პატივსაცემად.

სწორედ ასე გამოიყურება დღეს გველის მჭერის ზოდიაქოს ნიშანი.
   მორიელ-მშვილდოსნის ზოდიაქოს ბატონობის პერიოდი ასტროლოგიაში ცნობილია „დამწვარი გზის“  სახელით. ეს არის წლის ყველაზე რთული ეტაპი. ხასიათდება ცუდი აურითა და არეულობით სწორედ ამიტომ მას დამწვარ გზას უწოდებენ. ბერძნულ მითოლოგიაში ამასთან დაკავშირებითაც მოიძებნება საინტერესო მითი სადაც გადმოცემულია აპოლონის თავგადასავალი. მითი გვიამბობს, რომ აპოლონმა ამ პერიოდში ცის კაბადონიდან გამოაძევა ეშმაკები და ჭინკები, რამაც გამოიწვია უარყოფითი აურის დაგროვება და არეულობა სამყაროში.
  გველის მგეშავის ზოდიაქო უამრავი თვისებით აჯილდოვებს მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. მათ აქვთ უნარი დარჩნენ სამუდამოდ ამოუცნობნი, ამაში ეხმარებათ ქმელეონის თვისება. ისინი ზალიან ხშირად გარდაიქმნებიან და თავიანთ ნამდვილი სახის წარმოჩენას ერიდებიან. მათ ცხოვრებაში არის სრული კონტრასტი, განიცდიაან ან სრულ დაცემას ან სრულ აღზევებას, მათთვის არ არსებობს შუალედური ყოფა. გველის მგეშავს აქვს უნარი საკუთარი წარსულის გასაიდუმლოებისა, ადვილად ანგრევს წარსულის არასასურველ ფაქტებს და ცხოვრობს მომავლით.
  არსებობს თქმულებაც იმის შესახებ რომ გველის მჭერთა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საერთოდ არ ერჩის გველი.
  ნამდვილ გველის მგეშავთებს სხეულის მარცხენა ნაწილსი აქვთ ნიშანი. ეს სეიძლება იყოს ხალი ან რაიმე სახს ყავისფერი ლაქა. აღსანიშნავია T გამოსახულება ზურგის არეში ხალებით.
  გველის მჭერელის ზოდიაქოს მატარებელი ცნობილი ადამიანები არიან:

  ნოსტრადამუსი, შარლ დე გოლი, სერ უინსტონ ჩერჩილი, მარკ ტვენი, ფრანცისკო ფრანკო, ჯონათან სვეფტი, ალექსანდრე სუვოროვი, სპინოზა, ლოპე დე ვეგა, იოსებ სტალინი და სხვები.  

No comments:

Post a Comment