Wednesday, November 25, 2015

მონათმფლობელობა XXI საუკუნეში - ანუ - არაანაზღაურებადი სტაჟირება სრული განაკვეთით 3 თვეზე მეტი ხნით!!!

ეს საკითხი ბოლო პერიოდში ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ვფიქრობ ჩემ თანატოლებსაც მწვავედ აწუხებთ. ჩემთვის როგორც პიროვნებისათვის ახალი ეტაპი იწყება და ვფიქრობ დროა კარიერაზეც დავიწყო ზრუნვა. ერთ დღესაც (დაახლოებით 3 თვის წინ) ავდექი და დავიწყე სამსახურის ძებნა სხვადასხვა საიტების  დახმარებით. გავაკეთე CV და გულწრფელად ჩავწერე ყველაფერი ის რაც დღემდე მიკეთებია. შემიძლია ვთქვა რომ არც თუ ისე ცუდი რეზიუმე მაქვს მეოთხეკურსელი სტუდენტის კვალობაზე, თუმცა უკვე მესამე თვეა და მიუხედავად იმისა რომ უამრავ დამსაქმებელს გავუგზავნე ჩემი მონაცემები და ასევე ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი საშინლად იმედგაცრუებული ვარ. 
ნებისმიერი ანაზღაურებადი ვაკასიისათვის ითხოვენ გამოცდილებას 6 თვეზე მეტი დროით, სტაჟირების პროგრამები კი ძირითადად მოიაზრებს 3 დან 6 თვემდე სრულ განაკვეთიან სამსახურს, არანაირი ხელშეწყობითა და მამოტივირებელი სქემებით. ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, თუმცა ჩემი რეალობა ასეთია და უამრავ სხვა სტუდენტსაც ვიცნობ ჩემნაირი გამოცდილებით. 
 არსებობს კიდევ ერთი საოცარი ფენომენი :D შედიხარ საიტზე, ნახულობ ვაკასიას რომელსაც აწერია ტრა-ლა-ლა პოზიციის სახელი, გზავნი რეზიუმეს და მეორე დღესვე გიბარებენ გასაუბრებაზე, იქ კი სრული საოცრება ხდება. აღმოაჩენ რომ მოხვდი ქსელური მარკეტინგული კომპანიის გასაუბრებაზე, სადაც 1 საათზე მეტ ხანს გესაუბრებიან სრულ აფსურდზე, დრამატულად აღგიწერენ საცოდავ რეალობას რომელიც საქართველოში არსებობს და ხაზს უსვამენ ნეპოტიზმის არსებობას. ამის შემდეგ კი როდესაც გამსაუბრებელი შეამჩნევს რომ საკმარისად "დაბოლდი" ლოგიკურად გადადის ქსელური მარკეტინგის დადებითი მახსაიათებლების ჩამოთვლაზე და გეუბნევა რომ ამ ბიზნესში შენ შეგიძლია გახდე მილიონერი, აქვე მოყავს მაგალითები :D რეალურად გასაუბრებაზე აღმოაჩენ რომ ადამიანური რესურსების დეპარტამენტში არსებული ვაკანსიისთვის გამოგზავნილი CV განიხილეს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს.
სტუდენტი- პიროვნება რომელიც ახლახანს იწყებს კარიერაზე ზრუნვას, და მაქსიმალურად მოტივირებულია დააგროვოს გამოცდილება რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, ამ ფაქტს გარკვეული კომპანიები ბოროტად იყენებენ. გვთავაზობენ არაანაზღაურებად მონურ სამსახურს - გამოცდილების ფასად. ბევრი სტუდენტი თანხმდება კიდეც. ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი რატომაც კომპანიები ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ. ჩვენი ნებაა დავთანხმდებით თუ არა ასეთ პირობებზე, თუმცა გვახსოვდეს რომ ჩვენი დამსახურებაა ქართულ ბაზარზე სტუდენტების აღქმა "უფასო მუშა ხელად". მხოლოდ ერთიანობა დაგვეხმარება ამის დამარცხებაში.

Monday, November 16, 2015

ფილმები მეორე მსოფლიო ომზე

ეს პოსტი დააინტერესებთ მათ ვისაც განსაკუთრებით გიყვართ საინერესოდ გადაღებული ფილმები მეორე მსოფლიო ომზე. ვპოსტავ სიას ჩემი ფავორიტი ფილმებისა. ნუმერაციას ვერ მივანიჭებ რადგან ძალიან გამიჭირდება თანმიმდევრობით დალაგება. მოკლედ გირჩევთ უყუროთ და ისიამოვნოთ. მე ყველა მათგანი კინოშედევრად მიმაჩნია. ნახეთ ტრეილერები და თავად შეაფასეეთ :)
















- შავი წიგნი





- უსახელო ნაბიჭვრები





- პერლ ჰარბორი



- პიანისტი




- წიგნების ქურდი




- ბიჭუნა ზოლიან პერანგში



- იმიტაციის თამაშები





- შინდლერის სია



-ცხოვრება მშვენიერია




-ომის ყვავილები

Thursday, April 23, 2015

ფრაზები წიგნიდან "გრაფი მონტე კრისტო"

1. ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვს "დრო და სიჩუმე"
2. ყოველგვარი გაურკვევლობა იწვევს "ეჭვს", ხოლო ეჭვისგან თავი შეიკავეო ამბობს ბრძენი.
3. აჩვენე ყველას რომ პატივს სცემ საკუთარ თავს და სხვებიც პატივს გცემენ.
4 მარტივი ყოველთვის სრულყოფილია.
5. მათ ვძულვარ მაშასადამე ჩემი ეშინიათ.
6. როდესაც გიჟებს შორის ცხოვრობ შენც უნდა ისწავლო სიგიჟე.
7. კატორღას გამოსასვლელი კარი აქვს, საფლავს კი არა.
8. სულიერი ჭრილობა უხილავია, მაგრამ ის არასდროს შუშდება. ყოველთვის მტკივნეულია, ყოველთვის სისხლსადენად გამზადებული, მუდამ გახსნილი რჩება ადამიანის გულის სიღრმეში.
9. მეგობრები რომლებიც ჩვენ დავკარგეთ მიწაშ კიარა, ჩვენს გულებშ განისვენებენ.
10. მე მხოლოდ ორი მტეი მყავს "დრო და სივრცე".
11. გინდა თქვათ რომ სრულყოფილი ხართ?
     - არა, სრულყოფილი კი არა, - შეუღწევადი.
12. ჩემო ძმაო თქვენ სიამაყის მსხვერპლი ხართ, თქვენ სხვებზე მეტი ხართ, მაგრამ თქვენზე მეტი ღმერთია.
13. სიზუსტე მეფეების ზრდილობაა.

Saturday, March 28, 2015

რეჯინა ბრეტის ცნობილი სიტყვები


ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგი რამ გახლავთ.
• თუ ეჭვი გეპარება, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.
• როდესაც საქმე მიდგება შოკოლადზე, აქ წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა
• შეეგუე შენს წარსულს, რათა ის არ გახდეს შენი მომავლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი
• არ შეადარო შენი ცხოვრება სხვისას. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რისი გადატანა უწევთ სხვებს სინამდვილეში
• ღრმად ჩაისუნთქე, ეს ფიქრებს აწყნარებს
• გათავისუფლდი ყველაფრისგან რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სახალისო

• რაც არ კლავს აძლიერებს
• არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა, მთავარია იცოდე რომ მეორე ბავშვობა შენზეა დამოკიდებული
• როდესაც დგება მომენტი, როდესაც შენ უნდა მიჰყვე იმას რაც ნამდვილად გიყვარს, არ თქვა სიტყვა „არა!“
• დაანთე სანთლები, იძინე კარგ ზეწარზე, ატარე ლამაზი თეთრეული. არაფერი არ შეინახო გამორჩეული შემთხვევისთვის, ეს გამორჩეული შემთხვევა დღევანდელი დღეა.
• იყავი ექსცენტრიული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს იმისათვის, რომ მკვეთრი წითელი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვა.
• არავინ შენს გარდა არ არის პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე
• ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს საკუთარ თავს დაუსვი შეკითხვა „იქნება კი ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?“
• ყოველთვის აირჩიე ცხოვრება
• სიბერე ბევრად უფრო უკეთესი ალტერნატივაა ვიდრე სიკვდილი ახალგაზრდა ასაკში
• ის რასაც სხვები შენზე ფიქრობენ შენ არ უნდა გადარდებდეს
• დრო თითქმის ყველაფერს კურნავს ამიტომ მიეცი დროს დრო
• გჯეროდეს სასწაულების
• შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ
• ერთადერთი რაც საბოლოო ჯამში არის აზრისმატარებელი - ეს არის ის ფაქტი, რომ შენ განიცადე სიყვარული
• ყოველდღიურად წადი სასეირნოდ, სასწაულები ყველგან ხდება
• ჩვენ რომ შეგვეძლოს ყველა ჩვენი პრობლემის მუჭში მოქცევა და სხვის პრობლემებთან შედარება, ჩვენ აუცილებლად საკუთარ პრობლემებს ავირჩევდით
• ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდება
• არა აქვს მნიშვნელობა როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში
• მართალია ცხოვრება ლამაზად არ არის შეფუთული, მაგრამ ის მაინც საჩუქარია


Monday, March 16, 2015

ფრაზები წიგნიდან დათა თუთაშხია


1. ღირსება ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი - მეორე.
2.ისეთი ჯამაგირი არ არსებობს კაცს რომ ეყოს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ მით მეტი მოგინდება. ჯამაგირიკი არ არის დიდი და პატარა, - მადაა დიდი და პატარა.
3. თავხედები იმდენნი არ იბადებიან რამდენნიც მერე ხდებიან. თვითონ კი არ ხდებიან ჩვენ ვაქცევთ თვხედებად.
4. ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი.
5. ქონება შენით ნაშოვნი უნდა, ნაჩუქარი უყაითოა, არ გაგიჩერდება კაცს.
6. კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს მაშინ გაუბედურდება სწორედ.
7. სიმდიდრესა და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა. მეტს მისცემ, კიდევ მეტი მოუნდება და რომ აღარ ექნება მაშინ გაუბედურდება- პარვას და შურიანობას მოჰკიდებს ხელს.
8. ათსნაირი ხელქვეითი მყოლია და მათში ყველაზე პუნქტუალურს, მუყაითსა და დამჯერს - მაინც ფანტაზიის მქონე, თავის საქმეზე შეყვარებული და თუნდაც რამდენადმე თავნება ხელქვეითი მირჩევნია. ასეთისაგან საქმის წახდენაც არ არის მოულოდნელი, მაგრამ მათი მოქმედება მუდამ მშვენიერი და პერსპექტიულია. დიახ, პერსპექტიული, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამდიდრებენ კაცობრიობის გამოცდილებას, ხვეწენ პროფესიონალიზმს, ხელოვნებად, თავისუფალ შემოქმედებად აქცევენ სამსახურეობრივ საქმეს.
9. გარკვეულ სიტუაციაში ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.
10. სულელი ქალი ადვილად დასაყოლიებელია,მამაკაცები ამ სისუსტეს ალღოთი გრძნობენ და ამიტომ მათ უფრო ეტანებიან, ვიდრე საშუალო გარეგნობის, მაგრამ გონიერ ქალს.
11. ტუტუცების შებრალება სათნოების უპირველესი ნიშანია.
12. გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს.
13. ადამიანის ცხოვრება მის მეტნაკლებ მნიშვნელოვან საქციელთ ჯამია.
14. ერთი სახელიანი კაცის დამარცხება ათ ჩვეულებრივ კაცზე გამარჯვებას უდრის და შემდგომი ჩხუბის დროს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს წარმოადგენს.
15. ყველა სარწმუნოებაში და ჩვენს სახარებაშიც, მარტო ის მწამს და მომწონს ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანიო რომ წერია. დანარჩენი მე თუ მკითხავს ვინმე, არ ვარგა იქ. საკვირველი ის არის სწორედ, იმ უვარგისი დანარჩენისათვის რომ შედიან მონასტერში ბერად. ისე კაი საქმის საკეთებლად ერისკაცობა ჯობს, ნამდვილია ეს.
16. არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.
17. ცოდნა არაა თუ რწმენამდე არ მივიდა ის.
18. სწავლით გასწავლონ იქნებ, მაგრამ რწმენა უნდა მაგას და ვერ გასწავლიან რწმენას ვერსად.
19. ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს.

Wednesday, November 12, 2014

ქართული მენეჯმენტი - თანამედროვე მენეჯმენტი

თანამედროვე მენეჯმენტი და ქართული 
მენეჯმენტი ჩვენი დროის ანტონიმური ცნებებია.
მენეჯმენტის ქართული გაგება მხოლოდ ფინანსური საკითხების ორგანიზებით შემოიფარგლება. საქმე იმაშია რომ ტერმინი „მენეჯმენტი“  ბევრად უფრო ფართოა ვიდრე მხოლოდ ფინანსირება. მისი ქართული დეფინიცია კი რესურსების გადანაწილება და სწორი მართვაა.  „ქართული მენეჯმენტი“ განიცდის კრეატივის ნაკლებობას, ის არაა ღია- სიახლეებისათვის და არ იზიარებს ინოვაციურ ხედვებს. მენეჯმენტირება თანამედროვე გაგებით გულისხმობს მართვას, დაგეგმვას, ორგაიზებას, სტიმულირებას, მიზანმიმართულ სარეკლამო კამპანიასა და ყველაფერს რაც კი შეიძლება გაკეთდეს მოგების მაქსიმიზაციისათვის. თანამედროვე სტანდარტებით ფირმის მენეჯერი შეუზღუდავი უნდა იყოს თავის საქმიანობაში, იგი უნდა ფლობდეს სპეციალურ უნარებსა და ცოდნას რომ მოახდინოს ფირმის ინტერესებისა და მიზნების გამართლება. ქართველი მენეჯერები საბჭოთა დროინდელი დირექტორების სახელშეცვლილი პირები არიან. ისინი როგორც წესი საშუალო ასაკის და სტანდარტულად მოაზროვნე სუბიექტების სახით გვევლინებიან. მათი საქმიანობა მხოლოდ წინასწარ გაწერილი გეგმის შესრულებით შემოიფარგლება და შემოქმედებითობასთან არანაირი კავშრი არ აქვს. ქარულ ბაზარზე ძვირ და იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენს თანამშრომელთა სტიმულირება, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა ქართულ და თანამედროვე მენეჯმენტს შორის. თანამშრომელთა სამუშაო განწყობის შექმნაზე ზრუნავს არსებულ კომპანიათა ძალიან მცირე ნაწილი. ქართული მენეჯმენტი საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს.  მენეჯერი უნდა ცდილობდეს თანამშრომელთათვის ემოციური ბონუსის შექმნას და მათი მოტივაციისა და შრომისუნარიანობის ზრდას, როგორც ამას აკეთებენ თანამედროვე მენეჯერები ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

Sunday, August 31, 2014

მისტიკური არსებები რეალურ სამყაროში - ვამპირები და მაქციები

უქველესი კულტურის მქონე ერები დღესაც გვინახავენ მითებსა და გადმოცემებს არარეალურ არსებებზე, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ ადგილობრივებში.
ამერიკული, რუმინული, მექსიკური, ბერძნული მითოსი მდიდარია ისტორიებით ვამპირებისა და მაქციების შესახებ.
მაქცია/ვამპირი
საინტერესოა მართლა არსებობენ ეს მისტიკური არსებები?
შუა საუკუნეების მსოფლიო იმდენად მოიცვა პანიკურმა შიშმა ვამპირებისადმი რომ მათგან თავდასაცავად დიასახლისები ნივრის კონასა და ნაკურთხ წყალს კართნ ახლოს ინახავდნენ.
წარმოდგენის თნახმად ვამპირები სისხლის მსმელი, ადამიანის მსგავსი უკვდავი არსებები იყვნენ, რომელთაც მხოლოდ სიბნელეში შეეძლოთ ცხოვრება. მათი მოკვლა მხოლოდ გულში სარის ჩაცემითა და ცეცხლით იყო შესაძლებელი. 
ვიქტორიანული სამარხი
შუა საუკუნეების ევროპაში გაჩნდა პანიკური შიში გარდაცვლილთა ვამპირული გაცოცხლების, ამისგან დავდასაცავად დიდგვაროვნები გარდაცვლილ ნათესავს სპეციალური ტრადიციისამებრ კრძალავდნენ და საფლავს რკინის გისოსებით ღობავდნენ, რაც მათი წარმოდგენით ვამპირად გაცოცხლებულს სამარხიდან გამოსვლაშ ხელს შეუშლიდა.

   
 ვამპირებისაგან განსხვავებით მაქციები სავსე მთვარის დროს იღვიძებდნენ. ისინიც ჩვეულებრივ ადამიანებს მიაგავდნენ, თუმცა სავსემთვარეობისას ვამპირებზე მონადირე მგლებად გადაიქცეოდნენ. ისინი ადამიანებსაც ერჩოდნენ, მათგან თავდასაცავად კი ადამიანები ვერცხლის ნივთებს იყენებდნენ. ვერცხლი მაქციებს მიმაკვდინებელ ჭრილობას აყენებდა.
                                                                         
ვამპირებისა და მაქციების შესახებ ქართული მითოსი არაფერს ამბობს. არც გადმოცემები არსებობს მათ შესახებ,რაც იმაზე მეტყველებს რომ თუკი რეალურად არსებობდნენ ან არსებობენ ეს არარეალური არსებები ისინი კავკასიით არ ყოფილან დაინტერესებულნი.
შუასაუკუნეების კათოლიკური ეკლესია სისხლიან ბრძოლას უცხადებდა ინკვიზატორებს.

ვინ იყვნენ ისინი?

ადამიანები რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ როგორც ეშმაკეულნი, ალქაჯნი ან სხვა მისტიკური არსებანი. მათი დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი იყო ცეცხლზე დაწვა. რატომ ცეცხლი? სრულიად ნორმალურია, ვიფიქროთ, რომ ამგვარად „წმინდა ინკვიზიცია“ ვამპირებსა და მაქციებს ებრძოდა.