Monday, March 16, 2015
ფრაზები წიგნიდან დათა თუთაშხია
1. ღირსება ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი - მეორე.
2.ისეთი ჯამაგირი არ არსებობს კაცს რომ ეყოს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ მით მეტი მოგინდება. ჯამაგირიკი არ არის დიდი და პატარა, - მადაა დიდი და პატარა.
3. თავხედები იმდენნი არ იბადებიან რამდენნიც მერე ხდებიან. თვითონ კი არ ხდებიან ჩვენ ვაქცევთ თვხედებად.
4. ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი.
5. ქონება შენით ნაშოვნი უნდა, ნაჩუქარი უყაითოა, არ გაგიჩერდება კაცს.
6. კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს მაშინ გაუბედურდება სწორედ.
7. სიმდიდრესა და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა. მეტს მისცემ, კიდევ მეტი მოუნდება და რომ აღარ ექნება მაშინ გაუბედურდება- პარვას და შურიანობას მოჰკიდებს ხელს.
8. ათსნაირი ხელქვეითი მყოლია და მათში ყველაზე პუნქტუალურს, მუყაითსა და დამჯერს - მაინც ფანტაზიის მქონე, თავის საქმეზე შეყვარებული და თუნდაც რამდენადმე თავნება ხელქვეითი მირჩევნია. ასეთისაგან საქმის წახდენაც არ არის მოულოდნელი, მაგრამ მათი მოქმედება მუდამ მშვენიერი და პერსპექტიულია. დიახ, პერსპექტიული, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამდიდრებენ კაცობრიობის გამოცდილებას, ხვეწენ პროფესიონალიზმს, ხელოვნებად, თავისუფალ შემოქმედებად აქცევენ სამსახურეობრივ საქმეს.
9. გარკვეულ სიტუაციაში ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.
10. სულელი ქალი ადვილად დასაყოლიებელია,მამაკაცები ამ სისუსტეს ალღოთი გრძნობენ და ამიტომ მათ უფრო ეტანებიან, ვიდრე საშუალო გარეგნობის, მაგრამ გონიერ ქალს.
11. ტუტუცების შებრალება სათნოების უპირველესი ნიშანია.
12. გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს.
13. ადამიანის ცხოვრება მის მეტნაკლებ მნიშვნელოვან საქციელთ ჯამია.
14. ერთი სახელიანი კაცის დამარცხება ათ ჩვეულებრივ კაცზე გამარჯვებას უდრის და შემდგომი ჩხუბის დროს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს წარმოადგენს.
15. ყველა სარწმუნოებაში და ჩვენს სახარებაშიც, მარტო ის მწამს და მომწონს ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანიო რომ წერია. დანარჩენი მე თუ მკითხავს ვინმე, არ ვარგა იქ. საკვირველი ის არის სწორედ, იმ უვარგისი დანარჩენისათვის რომ შედიან მონასტერში ბერად. ისე კაი საქმის საკეთებლად ერისკაცობა ჯობს, ნამდვილია ეს.
16. არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.
17. ცოდნა არაა თუ რწმენამდე არ მივიდა ის.
18. სწავლით გასწავლონ იქნებ, მაგრამ რწმენა უნდა მაგას და ვერ გასწავლიან რწმენას ვერსად.
19. ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment