თანამედროვე მენეჯმენტი და ქართული
მენეჯმენტი ჩვენი დროის ანტონიმური ცნებებია.
მენეჯმენტის ქართული გაგება მხოლოდ ფინანსური საკითხების ორგანიზებით შემოიფარგლება. საქმე იმაშია რომ ტერმინი „მენეჯმენტი“ ბევრად უფრო ფართოა ვიდრე მხოლოდ ფინანსირება. მისი ქართული დეფინიცია კი რესურსების გადანაწილება და სწორი მართვაა. „ქართული მენეჯმენტი“ განიცდის კრეატივის ნაკლებობას, ის არაა ღია- სიახლეებისათვის და არ იზიარებს ინოვაციურ ხედვებს. მენეჯმენტირება თანამედროვე გაგებით გულისხმობს მართვას, დაგეგმვას, ორგაიზებას, სტიმულირებას, მიზანმიმართულ სარეკლამო კამპანიასა და ყველაფერს რაც კი შეიძლება გაკეთდეს მოგების მაქსიმიზაციისათვის. თანამედროვე სტანდარტებით ფირმის მენეჯერი შეუზღუდავი უნდა იყოს თავის საქმიანობაში, იგი უნდა ფლობდეს სპეციალურ უნარებსა და ცოდნას რომ მოახდინოს ფირმის ინტერესებისა და მიზნების გამართლება. ქართველი მენეჯერები საბჭოთა დროინდელი დირექტორების სახელშეცვლილი პირები არიან. ისინი როგორც წესი საშუალო ასაკის და სტანდარტულად მოაზროვნე სუბიექტების სახით გვევლინებიან. მათი საქმიანობა მხოლოდ წინასწარ გაწერილი გეგმის შესრულებით შემოიფარგლება და შემოქმედებითობასთან არანაირი კავშრი არ აქვს. ქარულ ბაზარზე ძვირ და იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენს თანამშრომელთა სტიმულირება, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა ქართულ და თანამედროვე მენეჯმენტს შორის. თანამშრომელთა სამუშაო განწყობის შექმნაზე ზრუნავს არსებულ კომპანიათა ძალიან მცირე ნაწილი. ქართული მენეჯმენტი საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს. მენეჯერი უნდა ცდილობდეს თანამშრომელთათვის ემოციური ბონუსის შექმნას და მათი მოტივაციისა და შრომისუნარიანობის ზრდას, როგორც ამას აკეთებენ თანამედროვე მენეჯერები ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

No comments:
Post a Comment