უქველესი კულტურის მქონე ერები დღესაც გვინახავენ მითებსა
და გადმოცემებს არარეალურ არსებებზე, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ ადგილობრივებში.
ამერიკული, რუმინული, მექსიკური, ბერძნული მითოსი მდიდარია
ისტორიებით ვამპირებისა და მაქციების შესახებ.
მაქცია/ვამპირი |
საინტერესოა მართლა არსებობენ ეს მისტიკური არსებები?
შუა საუკუნეების მსოფლიო იმდენად მოიცვა პანიკურმა შიშმა
ვამპირებისადმი რომ მათგან თავდასაცავად დიასახლისები ნივრის კონასა და ნაკურთხ წყალს
კართნ ახლოს ინახავდნენ.
წარმოდგენის თნახმად ვამპირები სისხლის მსმელი, ადამიანის
მსგავსი უკვდავი არსებები იყვნენ, რომელთაც მხოლოდ სიბნელეში შეეძლოთ ცხოვრება. მათი
მოკვლა მხოლოდ გულში სარის ჩაცემითა და ცეცხლით იყო შესაძლებელი.
ვიქტორიანული სამარხი |
შუა საუკუნეების ევროპაში
გაჩნდა პანიკური შიში გარდაცვლილთა ვამპირული გაცოცხლების, ამისგან დავდასაცავად დიდგვაროვნები
გარდაცვლილ ნათესავს სპეციალური ტრადიციისამებრ კრძალავდნენ და საფლავს რკინის გისოსებით
ღობავდნენ, რაც მათი წარმოდგენით ვამპირად გაცოცხლებულს სამარხიდან გამოსვლაშ ხელს
შეუშლიდა.
ვამპირებისა და მაქციების შესახებ ქართული მითოსი არაფერს
ამბობს. არც გადმოცემები არსებობს მათ შესახებ,რაც იმაზე მეტყველებს რომ თუკი რეალურად
არსებობდნენ ან არსებობენ ეს არარეალური არსებები ისინი კავკასიით არ ყოფილან დაინტერესებულნი.
შუასაუკუნეების კათოლიკური ეკლესია სისხლიან ბრძოლას
უცხადებდა ინკვიზატორებს.
ვინ იყვნენ ისინი?
ადამიანები რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ როგორც ეშმაკეულნი,
ალქაჯნი ან სხვა მისტიკური არსებანი. მათი დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი
იყო ცეცხლზე დაწვა. რატომ ცეცხლი? სრულიად ნორმალურია, ვიფიქროთ, რომ ამგვარად „წმინდა
ინკვიზიცია“ ვამპირებსა და მაქციებს ებრძოდა.