Saturday, August 30, 2014

ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები

  XIX  საუკუნის დამლევს და XX  საუკუნის დასაწყისს რუსეთში მოღვაწეობდა უნიჭიერესი იუველირი სახელად კარლ ფაბერჟე, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში  სახელგანთქმული, ძვირფასი ლითონებითა და ქვებით ხელნაკეთი სააღდგომო კვერცხები. 1885- 1917 წლებში რუსეთს რომანოვთა დინასტიის წარმომადგენლები მართავდნენ, სწორედ იმპერატორ ალექსანდრე III და ნიკოლოზ I-ის დაკვეთით ქმნიდა ნიჭიერი იუველირი ძვირფას კვერცხებს.
  პირველად ალექსანდრე III გაუჩნდა სურვილი მზგავსი საჩუქარი მიეძღვნა საკუთარი მეუღლის მარიასათვის სააღდგომოდ და მას შემდეგ რომანოვთა სამეფო კარზე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველ აღდგომას მზგავსი საჩუქრის ჩუქება დედოფლისა და მეფის დედისათვის.
  ფაბერჟეს კვერცხები უჩვეულო და ორიგინალური ნივთები იყო. თითოეული მათგანი სრულიად განსხვავდებოდა მანამდე გაკეთებული ექსკლუზივისაგან. თითოეულ კვერცხში მოთავსებული იყო სიურპრიზი რომელიც კვერცხის გახსნის თაანავე აოცებდა მნახველს.

 კვერცხებში ჩამონტაჟებული იყო განსაკუთრებული მექანიზმი, რომელიც გახსნისას სასიამოვნო ხმას გამოსცემდა და მეტ იდუმალებას ჰმატებდა ისეც იდუმალსა და საოცარ ქმნილებებს.
  ფაბერჟემ იმპერატორების დაკვეთით 71 საოცარი კვერცხი შექმნა. კვერცხების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს ფაბერჯეს 69 ეგზემპლიარი შეექმნას. დანამდვილებით კი მხოლოდ ის ვიცით, რომ მათგან მხოლოდ 52 იყო აღდგომის საჩუქრად დამზადებული.
   გადმოცემის თანახმად, პირველი კვერცხი რომელიც იმპერატორმა ალექსანდრემ მეუღლისათვის შეუკვეთა  მორთული იყო  ბრილიანტის თვლებით. მის თავზე კი პატარა მამალი იყო გამოსახული.ძვირფასი კვერცხი მინანქრით იყო შესრულებული.
  ფაბერჟე 24 კაციან ჯგუფთან ერთად მუშაობდა თითოეული კვერცხის დიზაინზე. კვერცხების თითოეული დეთალი ოსტატის ხელით იქმნებოდა და უძვირფასესი ლითონებისა და ქვების გამოყენებით იძენდა სრულყოფიილ სახეს. ერთი წლის მანძილზე ფაბერჟე მუშაობდა თითოეულ ეგზემპლიარზე რათა სააღდგომოდ მიერთმია იმპერატორისათვის.

 
   მას შემდეგ რაც 1917 წელს რომანოვთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლები დახვრიტეს, ფაბერჟეს კვერცხები უშუალოდ რუსეთის საკუთრებაში გადავიდა. ბოლშევიკების სათავეში მოსვლით კი მათ დაკარგეს თავიანთი რეალური ფუნქცია. სტალინმა 14 მათგანი გაყიდა, თითოეული 400 რუსულ რუბლად, შემდგომში კი მათ დაბრუნებას(გამოსყიდვას) დიდი დრო და ენერგია დასჭირდა.
  დღესდღეობით ფაბერჟეს კვერცხები პეტარბურგში ინახება, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმში “ერმიტაჟში“ და მას უამრავი მნახველი ჰყავს.


Add caption

No comments:

Post a Comment