ეიფელის კოშკი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი ნაგებობაა.
მისი სახელი მომდინარეობს ნაგებობის ინჟინერის გუსტავ ეიფელის სახელიდან.
პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი. მას ინტელიგენციის 40 წარმომადგენელი აწერდა ხელს, მათ შორის მწერლები, მსახიობები, მხატვრები. ისინი წინააღმდეგი იყვნენ ახალი პროექტისა, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მაინც განხორციელდა.
გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოშკის პირველ სართულზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა. ის ამბობდა: ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო.
ეიფელის კოშკი რამოდენიმეჯერ გახდა თაღლითთა სამიზნე.1920 წელს ვიქტორ ლიუსტიგმა ის გაყალბებული საბუთების მეშვეობით იმ დროინდელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს მიჰყიდა.
ეიფელის კოშკი თავისი არსებობის მანძილზე 20 ჯერ გაიყიდა.
კოშკს შვიდ წელიწადში ერთხელ 3 სხვადასხვა ფერის საღებავით ღებავენ, თუმცა ის მნახველისათვის ერთ ფერად იღიქმება. საღებავის ფენების დამატების გამო კოშკი წონაში მატულობს.
No comments:
Post a Comment