Wednesday, November 12, 2014

ქართული მენეჯმენტი - თანამედროვე მენეჯმენტი

თანამედროვე მენეჯმენტი და ქართული 
მენეჯმენტი ჩვენი დროის ანტონიმური ცნებებია.
მენეჯმენტის ქართული გაგება მხოლოდ ფინანსური საკითხების ორგანიზებით შემოიფარგლება. საქმე იმაშია რომ ტერმინი „მენეჯმენტი“  ბევრად უფრო ფართოა ვიდრე მხოლოდ ფინანსირება. მისი ქართული დეფინიცია კი რესურსების გადანაწილება და სწორი მართვაა.  „ქართული მენეჯმენტი“ განიცდის კრეატივის ნაკლებობას, ის არაა ღია- სიახლეებისათვის და არ იზიარებს ინოვაციურ ხედვებს. მენეჯმენტირება თანამედროვე გაგებით გულისხმობს მართვას, დაგეგმვას, ორგაიზებას, სტიმულირებას, მიზანმიმართულ სარეკლამო კამპანიასა და ყველაფერს რაც კი შეიძლება გაკეთდეს მოგების მაქსიმიზაციისათვის. თანამედროვე სტანდარტებით ფირმის მენეჯერი შეუზღუდავი უნდა იყოს თავის საქმიანობაში, იგი უნდა ფლობდეს სპეციალურ უნარებსა და ცოდნას რომ მოახდინოს ფირმის ინტერესებისა და მიზნების გამართლება. ქართველი მენეჯერები საბჭოთა დროინდელი დირექტორების სახელშეცვლილი პირები არიან. ისინი როგორც წესი საშუალო ასაკის და სტანდარტულად მოაზროვნე სუბიექტების სახით გვევლინებიან. მათი საქმიანობა მხოლოდ წინასწარ გაწერილი გეგმის შესრულებით შემოიფარგლება და შემოქმედებითობასთან არანაირი კავშრი არ აქვს. ქარულ ბაზარზე ძვირ და იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენს თანამშრომელთა სტიმულირება, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა ქართულ და თანამედროვე მენეჯმენტს შორის. თანამშრომელთა სამუშაო განწყობის შექმნაზე ზრუნავს არსებულ კომპანიათა ძალიან მცირე ნაწილი. ქართული მენეჯმენტი საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს.  მენეჯერი უნდა ცდილობდეს თანამშრომელთათვის ემოციური ბონუსის შექმნას და მათი მოტივაციისა და შრომისუნარიანობის ზრდას, როგორც ამას აკეთებენ თანამედროვე მენეჯერები ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

Sunday, August 31, 2014

მისტიკური არსებები რეალურ სამყაროში - ვამპირები და მაქციები

უქველესი კულტურის მქონე ერები დღესაც გვინახავენ მითებსა და გადმოცემებს არარეალურ არსებებზე, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ ადგილობრივებში.
ამერიკული, რუმინული, მექსიკური, ბერძნული მითოსი მდიდარია ისტორიებით ვამპირებისა და მაქციების შესახებ.
მაქცია/ვამპირი
საინტერესოა მართლა არსებობენ ეს მისტიკური არსებები?
შუა საუკუნეების მსოფლიო იმდენად მოიცვა პანიკურმა შიშმა ვამპირებისადმი რომ მათგან თავდასაცავად დიასახლისები ნივრის კონასა და ნაკურთხ წყალს კართნ ახლოს ინახავდნენ.
წარმოდგენის თნახმად ვამპირები სისხლის მსმელი, ადამიანის მსგავსი უკვდავი არსებები იყვნენ, რომელთაც მხოლოდ სიბნელეში შეეძლოთ ცხოვრება. მათი მოკვლა მხოლოდ გულში სარის ჩაცემითა და ცეცხლით იყო შესაძლებელი. 
ვიქტორიანული სამარხი
შუა საუკუნეების ევროპაში გაჩნდა პანიკური შიში გარდაცვლილთა ვამპირული გაცოცხლების, ამისგან დავდასაცავად დიდგვაროვნები გარდაცვლილ ნათესავს სპეციალური ტრადიციისამებრ კრძალავდნენ და საფლავს რკინის გისოსებით ღობავდნენ, რაც მათი წარმოდგენით ვამპირად გაცოცხლებულს სამარხიდან გამოსვლაშ ხელს შეუშლიდა.

   
 ვამპირებისაგან განსხვავებით მაქციები სავსე მთვარის დროს იღვიძებდნენ. ისინიც ჩვეულებრივ ადამიანებს მიაგავდნენ, თუმცა სავსემთვარეობისას ვამპირებზე მონადირე მგლებად გადაიქცეოდნენ. ისინი ადამიანებსაც ერჩოდნენ, მათგან თავდასაცავად კი ადამიანები ვერცხლის ნივთებს იყენებდნენ. ვერცხლი მაქციებს მიმაკვდინებელ ჭრილობას აყენებდა.
                                                                         
ვამპირებისა და მაქციების შესახებ ქართული მითოსი არაფერს ამბობს. არც გადმოცემები არსებობს მათ შესახებ,რაც იმაზე მეტყველებს რომ თუკი რეალურად არსებობდნენ ან არსებობენ ეს არარეალური არსებები ისინი კავკასიით არ ყოფილან დაინტერესებულნი.
შუასაუკუნეების კათოლიკური ეკლესია სისხლიან ბრძოლას უცხადებდა ინკვიზატორებს.

ვინ იყვნენ ისინი?

ადამიანები რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ როგორც ეშმაკეულნი, ალქაჯნი ან სხვა მისტიკური არსებანი. მათი დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი იყო ცეცხლზე დაწვა. რატომ ცეცხლი? სრულიად ნორმალურია, ვიფიქროთ, რომ ამგვარად „წმინდა ინკვიზიცია“ ვამპირებსა და მაქციებს ებრძოდა.

მსოფლიოს 5 გასაოცარი ადგილი

იაკობის უძრო ჭა. ტეხასი. ამერიკა.
ყინულის კანიონი. გრენლანდია.
დიდი კანიონი. ამერიკა.
ჰას გრწელი ყურე. ვიეტნამი.
მდინარე იანძი. ჩინეთი.


Saturday, August 30, 2014

ეიფელის კოშკის უცნობი ისტორიები

ეიფელის კოშკი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი 
ყველაზე ცნობილი ნაგებობაა.
მისი სახელი მომდინარეობს ნაგებობის ინჟინერის გუსტავ ეიფელის სახელიდან. 

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი. მას ინტელიგენციის 40 წარმომადგენელი აწერდა ხელს, მათ შორის მწერლები, მსახიობები, მხატვრები. ისინი წინააღმდეგი იყვნენ ახალი პროექტისა, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მაინც განხორციელდა. 

გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოშკის პირველ სართულზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა. ის ამბობდა: ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო. 


ეიფელის კოშკი რამოდენიმეჯერ გახდა თაღლითთა სამიზნე.1920 წელს ვიქტორ ლიუსტიგმა ის გაყალბებული საბუთების მეშვეობით იმ დროინდელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს მიჰყიდა.
ეიფელის კოშკი თავისი არსებობის მანძილზე 20 ჯერ გაიყიდა.
კოშკს შვიდ წელიწადში ერთხელ 3 სხვადასხვა ფერის საღებავით ღებავენ, თუმცა ის მნახველისათვის ერთ ფერად იღიქმება. საღებავის ფენების დამატების გამო კოშკი წონაში მატულობს.

საინტერესო ფაქტები

1. იაპონური ჭიდაობა სუმოს გამარჯვებულს არა აქვს უფლება, წარბის შერხევითაც კი გამოხატოს სიხარული.

2. 
ლონდონის ქუჩებზე მდებარე სახლებს, მე-18 საუკუნემდე ნომრების მაგივრად სხვადასხვა ცხოველს ან ფრინველს ახატავდნენ.

3. 
შუა საუკუნეებში, ჩინეთში ჩასულ უცხოელს ადგილობრივი ოსტატები შესაშური სიზუსტით ხატავდნენ სრულიად უფასოდ. ამისთვის ხელისუფლება იხდიდა ფულს იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად ეპოვათ "სტუმარი".

4. 
თურქეთში გვარები პირველად 1935 წელს შემოიღეს. პირველი გვარი მეჯლისის სპეციალური გადაწყვეტილებით მაშინდელ პრეზიდენტს, ქემალ ათათურქს მიენიჭა.

5. 
საფრანგეთის მეფემ - ჰენრიხ VIII - ყალბი მონეტებით სახელმწიფო კრიზისს სძლია, რომელიც მას შოტლანდიასთან ომით შეექმნა. სპილენძის მონეტები ვერცხლით დაფარეს, მაგრამ ისინი სწრაფად გაცვდა, ყველაზე პირველად კი ჰენრიხის გამოსახულების ცხვირზე, რომელიც ამოკვეთილი იყო მონეტაზე. ამიტომ ჰენრიხ VIII - სპილენძისცხვირა შეარქვეს.

6. 1611
წელს, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო მეთერთმეტის ყოფილმა მდივანმა დაიწყო წიგნის გამოცემა. ტომები მეფის კარის ზნეობის შესახებ ზედიზედ გამოიცემოდა. სწორედ ამ წიგნმა დაუდო სათავე ჟურნალ-გაზეთების არაოფიციალურ ჟანრს, რომელსაც "სკანდალური ქრონიკა" ჰქვია.

7. 
ქოლგა ჩინური წარმოშობისაა
ჩინელი იმპერატორები არც მეტი, არც ნაკლები... ოთხსართულიან ქოლგებს ატარებდნენ; იაპონიის იმპერატორი - წითელ ფერს ანიჭებდა უპირატესობას; დაგომეის(ახლანდელი ბენინის) მეფეს - 84 ადამიანის ყბით და ერთი თავის ქალით შემკობილი ქოლგა "ამკობდა"; მეტიც, ინდოეთის პრინცებს ქოლგებს საფლავში ატანდნენ; ქოლგა ვატერლოოს ბრძოლისას ინგლისელ კავალერისტთა აღჭურვილობაშიც შედიოდა... ქოლგა რობინზონ კრუზოსაც კი ჰქონია.


8. 1931
წელს, ბოლონიაში ბრბომ სასტიკად სცემა დირიჟორ არტურო ტოსკანინის და მის ცოლს. მიზეზი კი ის იყო, რომ მუსიკოსმა უარი თქვა ედირიჟორა ფაშისტური ჰიმნისთვის.

9. 1951
წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა ეტიენ ბალსანი, ფრანგი ოფიცერი, ფრანგული მოდის დამკანონებლის, მადმუაზელ კოკო შანელის საყვარელი. ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები და შანელს ძაძის ტარების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მან საუკეთესო საშუალებას მიაგნო, რათა უკანასკნელი პატივი მიეგო საყვარელი ადამიანისთვის. ამისათვის კოკო შანელმა მოდაში შემოიტანა შავი ფერი.   

არსებობენ თუ არა ქალთევზები



ქალთევზებზები მითოლოგიური პერსონაჟები არიან. ისინი ძირითდად სლავურ მითოლოგიაშ გვხვდებიან. მითების თანახმად ისინი ნახევრად ქალი ნახევრად კი თევზები არიან, აქვთ გრძელი თმა და გამოირჩევიან თავბრუდამხვევი სილამაზით.










მათ ხშირად ბოროტ საქმიანობებს მიაწერდნენ. მითები მოგვითხრობენ ქალთევზებზე რომლებიც თავიანთი სილამაზითა და წკრიალა ხმით თავბრუს ახვევდნენ მეთევზეებს და წყალშ დასახრჩობად იტყუებდნენ.


დღესდღეობითაც ხირად განიხილება საკითხი იმის შესახებ არსებობენ თუ არა ქალთევზები. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი ამის შესახებ არ არსებობს თუმცა ინტერნეტით ხშირად ვრცელდება ფოტო თუ ვიდეო მასალა რომელიც ქალთევზათა არსებობას ადასტურებს.

ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები

  XIX  საუკუნის დამლევს და XX  საუკუნის დასაწყისს რუსეთში მოღვაწეობდა უნიჭიერესი იუველირი სახელად კარლ ფაბერჟე, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში  სახელგანთქმული, ძვირფასი ლითონებითა და ქვებით ხელნაკეთი სააღდგომო კვერცხები. 1885- 1917 წლებში რუსეთს რომანოვთა დინასტიის წარმომადგენლები მართავდნენ, სწორედ იმპერატორ ალექსანდრე III და ნიკოლოზ I-ის დაკვეთით ქმნიდა ნიჭიერი იუველირი ძვირფას კვერცხებს.
  პირველად ალექსანდრე III გაუჩნდა სურვილი მზგავსი საჩუქარი მიეძღვნა საკუთარი მეუღლის მარიასათვის სააღდგომოდ და მას შემდეგ რომანოვთა სამეფო კარზე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველ აღდგომას მზგავსი საჩუქრის ჩუქება დედოფლისა და მეფის დედისათვის.
  ფაბერჟეს კვერცხები უჩვეულო და ორიგინალური ნივთები იყო. თითოეული მათგანი სრულიად განსხვავდებოდა მანამდე გაკეთებული ექსკლუზივისაგან. თითოეულ კვერცხში მოთავსებული იყო სიურპრიზი რომელიც კვერცხის გახსნის თაანავე აოცებდა მნახველს.

 კვერცხებში ჩამონტაჟებული იყო განსაკუთრებული მექანიზმი, რომელიც გახსნისას სასიამოვნო ხმას გამოსცემდა და მეტ იდუმალებას ჰმატებდა ისეც იდუმალსა და საოცარ ქმნილებებს.
  ფაბერჟემ იმპერატორების დაკვეთით 71 საოცარი კვერცხი შექმნა. კვერცხების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს ფაბერჯეს 69 ეგზემპლიარი შეექმნას. დანამდვილებით კი მხოლოდ ის ვიცით, რომ მათგან მხოლოდ 52 იყო აღდგომის საჩუქრად დამზადებული.
   გადმოცემის თანახმად, პირველი კვერცხი რომელიც იმპერატორმა ალექსანდრემ მეუღლისათვის შეუკვეთა  მორთული იყო  ბრილიანტის თვლებით. მის თავზე კი პატარა მამალი იყო გამოსახული.ძვირფასი კვერცხი მინანქრით იყო შესრულებული.
  ფაბერჟე 24 კაციან ჯგუფთან ერთად მუშაობდა თითოეული კვერცხის დიზაინზე. კვერცხების თითოეული დეთალი ოსტატის ხელით იქმნებოდა და უძვირფასესი ლითონებისა და ქვების გამოყენებით იძენდა სრულყოფიილ სახეს. ერთი წლის მანძილზე ფაბერჟე მუშაობდა თითოეულ ეგზემპლიარზე რათა სააღდგომოდ მიერთმია იმპერატორისათვის.

 
   მას შემდეგ რაც 1917 წელს რომანოვთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლები დახვრიტეს, ფაბერჟეს კვერცხები უშუალოდ რუსეთის საკუთრებაში გადავიდა. ბოლშევიკების სათავეში მოსვლით კი მათ დაკარგეს თავიანთი რეალური ფუნქცია. სტალინმა 14 მათგანი გაყიდა, თითოეული 400 რუსულ რუბლად, შემდგომში კი მათ დაბრუნებას(გამოსყიდვას) დიდი დრო და ენერგია დასჭირდა.
  დღესდღეობით ფაბერჟეს კვერცხები პეტარბურგში ინახება, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმში “ერმიტაჟში“ და მას უამრავი მნახველი ჰყავს.


Add caption